ძამის
ხეობა ტურისტების
სკოლის სამთო
მოყვარულთა
კლუბი სტუმრობს.
მოსწავლეები სისტემატიურად ვაწყობთ
ლაშქრობებს, ძირითადად ძამის ხეობაში.
გავეშურეთ სამწევრისის
დედათა მონასტრისკენ. ოცდაათამდე
ბავშვი და ჩვენი სკოლის ფიზკულტურის
მასწავლებელი გოგიტა ხაჭაპურაძე.
სკოლის საველე აღჭურვილობით,
,,შეიარაღებულებმა“
გეზი ავიღეთ ხეობისაკენ, სადაც ვიცოდით,
რომ უამრავი სამუშაო გველოდა. მონაწილეობა მივიღეთ გალავნის კედლის აღდგენაში, ეზოს დეკორატიულ მოწყობაში. ყვავილებსა და ნარგავებს
მივუჩინეთ ზამთრის ბინა.
ღამე ძამის ხეობის წიაღში გავათიეთ. სადაც სიჩუმეს წყნარად მოჩუხჩუხე, მდინარე არღვევდა. ამ ყველაფერმა თითოეული ჩვენგანის გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ბუნებამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. განთიადისთვის რომ შეგევლოთ თვალი, თავი ზღაპარში გეგონებოდათ.შემოდგომის გახუნებულ ბალახზე, შემორჩენილი ნამის წვეთები
ბრილიანტებივით ელვარებდნენ, თითქოს ვიღაცამ განგებ ჩააბნია ძვირფასი ქვებიო. მზის პირველი სხივების სითბოს შეგრძნებისთანავე, ბეღურები სასიამოვნოდ აჟღურტულდნენ. ღამის ყინვისგან მოხატული, დამძიმებული ფოთლები, ტოტებს სწყდებოდნენ და ფარფატით მიწაზე ეშვებოდნენ.
ეძლევა. იგი ტურისტების ნაკლებობას განიცდის,
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს
ეს ულამაზესი მხარე, ტურისტებისთვის
საყვარელი და სასურველი
ადგილი გახდება.
ძამის ულამაზესი ხეობა
ტურისტების მოლოდინშია . . .
Комментариев нет:
Отправить комментарий